იუნესკოს 35-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა არჩევნები ორგანიზაციის სხვადასხვა მმართველ და დამხმარე ორგანოებში, რომელზეც  საქართველო ოთხი წლის ვადით არჩეულ იქნა  იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს საბჭოსა (IBE)  და ბიოეთიკის სამთავრობოთაშორისო კომიტეტში (IGBC). განათლების საერთაშორისო ბიუროს საბჭო (IBE) იუნესკოს დამხმარე ორგანოა, რომელიც თანამშრომლობს ქვეყნების მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და  აკადემიურ ინსტიტუტებთან და მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოeბისათვის განათლების სფეროში ტექნიკური დახმარების, ტრეინინგების, პოლიტიკის შემუშავებისა და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფას. განათლების საერთაშორისო ბიუროს საბჭო  28 წევრისაგან შედგება. ბიოეთიკის მთავრობათაშორის კომიტეტში (IGBC) იუნესკოს წევრი 36 ქვეყანაა წარმოდგენილი. მთავრობათაშორისი კომიტეტის ძირითად მიზანს ბიოეთიკის საერთაშორისო კომიმიტეტის რეკომენდაციათა, მათ შორის   ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან, ადამიანური გენომისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან  და გენეტიკურ მონაცემთა  საყოველთაო დეკლარაციასთან  დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და იუნესკოს გენერალური კონფერენციისადმი შესაბამისი წინადადებების მომზადება წარმოადგენს.