ქართული ნომინაცია შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში

30/11/2016

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

> > >

UNESCO-სადმი მიძღვნილი სემინარი ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში

22/09/2016

21 სექტემბერს, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით გაიმართა იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი.

> > >

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით „მცხეთის ისტორიული ძეგლები“ ამოღებულ იქნა „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიიდან

14/07/2016

2016 წლის 13 ივლისს ქ. სტამბოლში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40-ე სესია გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოსათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“  „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიიდან ამოღების თაობაზე.

> > >

საპროექტო განაცხადების მიღება UNESCO-ს 2016-2017 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში

05/04/2016

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2016-2017 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

> > >

IFCD აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას 2016 წლისთვის

09/03/2016

UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდი აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას 2016 წლისთვის.

> > >