განათლება

განათლება UNESCO-ს მანდატის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია და მას ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. UNESCO მიჩნეულია ხელმძღვანელ საერთაშორისო ორგანიზაციად განათლების სფეროში. ორგანიზაციის მიზანია გააძლიეროს საგანმანათლებლო სისტემა მთელს მსოფლიოში, განათლების სფეროში თანამედროვე გლობალური გამოწვევების იდენტიფიცირების გზით.

2030 წლამდე მდგრად განვითარების მე-4 მიზნის თანახმად, რომელიც გულისხმობს ხელმისაწვდომ და ხარისხიან განათლებას ყველა ბავშვისთვის, UNESCO-ს დაევალა გამხდარიყო 2030 წლამდე განათლების პროგრამის განხორციელებისთვის წამყვანი ორგანიზაცია.

ორგანიზაციის სამუშაო თემები განათლების სფეროში მოიცავს გლობალურ მოქალაქეობას და მდგრად განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას, ჯანმრთელობას და აივ/შიდსს, ასევე  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

საქართველო აქტიურად არის ჩართული UNESCO-ს საქმიანობაში განათლების სფეროში. ქვეყანაში UNESCO-ს 23 ასოცირებული სკოლაა, აქედან 11 თბილისში, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.