მეცნიერება

მეცნიერების დარგში UNESCO-ს საქმიანობა ეყრდნობა იმ ღრმა რწმენას, რომ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის გაზიარებას, არამედ მშვიდობის დამყარებას ქვეყნებს შორის.

UNESCO ეხმარება წევრ ქვეყნებს ეროვნული სამეცნიერო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და რეფორმების გატარებაში, სამეცნიერო სისტემების გაძლიერების მიზნით.

ამასთანავე, ორგანიზაცია აწარმოებს მნიშვნელოვან პროგრამებს ოკეანოგრაფიის, წყლის მომარაგებაში უსაფრთხოების, ბიორეზერვატების, გეოლოგიის, მეცნიერების ეთიკის და ზუსტი მეცნიერებების სხვა დარგებში.

UNESCO-ს მანდატი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ისეთ საკითხებზეც ვრცელდება, როგორებიცაა სპორტის ხელშეწყობა და სპორტში დოპინგის აღმოფხვრა, კულტურათაშორისი დიალოგი და დემოკრატია, სოციალური გარდაქმნების მართვა და ბიოეთიკა.