UNESCO-ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო ორგანიზაციის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილით მიმართავს: „UNESCO-ს და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამ უმძიმეს წუთებში თქვენს გვერდით გვიგულეთ“ - ნათქვამია გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას წერილში.