21 თებერვალს, UNESCO აღნიშნავს დედა ენის დღეს. 1999 წლიდან, ორგანიზაციის ჩართულობა ამ თარიღის აღნიშვნაში ხაზს უსვამს მსოფლიოში ენათა მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მშობლიურ ენაზე სწავლების მნიშვნელობას.
UNESCO-ს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, ორგანიზაციამ გამოსცა ახალი წიგნი სახელწოდებით “Writing Peace”, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შესავალს მსოფლიოს დამწერლობების შესწავლისთვის.