UNESCO და COVID-19

განათლება

COVID-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოში სკოლების მასშტაბური დახურვით განპირობებული გამოწვევების საპასუხოდ, UNESCO მუშაობს ქვეყნების განათლების სამინისტროებთან  ალტერნატიული არხების საშუალებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უწყვეტი განათლების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ორგანიზაციის ინიციატივებს შორისაა განათლების გლობალური კოალიცია (Global Education Coalition), რომლის მიზანია ქვეყნების მხარდაჭერა დისტანციური სწავლების კუთხით. https://en.unesco.org/covid19/educationresponse

UNESCO-მ გამართა  განათლების მინისტრთა პირველი ონლაინ კონსულტაციები​, რომლის საფუძველზეც 24 მარტს, გაიმართა მინისტრების  “ad hoc ჯგუფის” (შედის 11 ქვეყნის მინისტრი ყველა კონტინენტიდან) დისტანციური სხდომა. UNESCO-ს გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განათლების სფეროში გლობალური (მსოფლიო) კოალიციის შექმნის თაობაზე. 

ვებინარების გამართვა განათლების სფეროს მაღალი თანამდებობის და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ქვეყნებში არსებული გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარების მიზნით. 

ე.წ. ჩანაწერები მნიშვნელოვან თემებზე (issue notes), სადაც მოცემულია  საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, ასევე პრაქტიკული ინფორმაცია და შესაბამისი ბმულები.  განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის, სწავლების განგრძობითობის, უმაღლესი განათლების, განათლება და კულტურის,   განათლების
პოლიტიკის და დაგეგმარების, მოწყვლადი მოსახლეობის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის საკითხებზე. https://en.unesco.org/covid19/educationresponse/issuenotes 

პანდემიის შედეგად  სკოლებში  სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო, შეიქმნა  ციფრული სასწავლო რესურსების კრებული, რომლის გამოყენება შეუძლიათ როგორც მთავრობებს, ისე მასწავლებლებს და მშობლებსაც
https://en.unesco.org/covid19/educationresponse/solutions

ტარდება მთელი რიგი კვლევებისა, სკოლების დახურვის შედეგების გასაანალიზებლად. https://en.unesco.org/covid19/educationresponse/support

UNICEF-თან, World Food Programme-თან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, UNESCO-მ შეიმუშავა სკოლების გახსნის ერთგვარი გზამკვლევი „Framework for reopening schools“ (https://www.unicef.org/media/68366/file/Framework-for-reopening-schools-2020.pdf), რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს  სასწავლო პროცესის განახლებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.

მეცნიერება

ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება იქნება პირველი გლობალური მარეგულირებელი დოკუმენტი ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. COVID -19-ის აქტუალობიდან და მის მიერ გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს გააჩნია მაღალი პოტენციური გამოყენების შესაძლებლობა, რაც მომავალში კაცობრიობის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს.

https://en.unesco.org/news/unesco-appoints-international-expert-group-draft-global-recommendation-ethics-ai

UNESCO-ს გენერალური დირექტორის მიერ დანიშნული 24 დამოუკიდებელი ექსპერტით შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების პირველ პროექტზე. 2020 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, UNESCO ჩაატარებს დაინტერესებულ მხარეთა ონლაინ კონსულტაციებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. რეკომენდაციების საბოლოო ტექსტს UNESCO-ს წევრი სახელმწიფოები 2021 წლის ნოემბერში გენერალურ კონფერენციაზე განიხილავენ.

ინიციატივა Open Science – „ღია მეცნიერება“ გულისხმობს მსოფლიო მეცნიერების გადასვლას ურთიერთობების ახალ საფეხურზე, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის
მეცნიერთათვის ხელმისაწვდომს გახდის ახალ და აქტუალურ მეცნიერულ გამოგონებებსა თუ ინფორმაციას. https://en.unesco.org/covid19/sciencesresponse

მარტში, ამ მიზნით, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა სახელმწიფოების მთავრობებს გააძლიერონ სამეცნიერო თანამშრომლობა და თავიანთ სამეცნიერო პროგრამებში ჩართონ ე.წ. „ ღია მეცნიერება “, რათა თავიდან იქნას აცილებული გლობალური კრიზისი, 30 მარტს, UNESCO-ს ორგანიზებით გაიმართა მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეხვედრას ესწრებოდნენ 122 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის 77 მინისტრი და სახელმწიფო მდივანი, ასევე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარი მარია გაბრიელი. საქართველოს მხრიდან ონლაინ დიალოგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბ-მა მიხეილ ჩხენკელმა.

 კულტურა

პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა კულტურის სექტორს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, UNESCO-მ წამოიწყო ინიციატივა Culture and COVID -19: impact and response. ინიციატივის მიზანია აქცენტი გაკეთდეს კულტურის სექტორში შექმნილ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მძიმე ვითარებაზე, კულტურის ხელმისაწვდომობის, ხელოვანთა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების უფლებების საკითხებზე.

მ.წ. 22 აპრილს, მსოფლიოს 130-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა კულტურის სფეროში, მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს ორგანიზებით გაიმართულ ონლაინ მინისტერიალში კულტურის სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ მსჯელობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად  გამოცდილების გაზიარების მიზნით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კულტურის სექტორის მნიშვნელობას მათი ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და შეთანხმდნენ, რომ სფერო საჭიროებს გადაუდებელ ინვესტიციებს კრიზისის დასრულებისთანავე. საქართველოს მხრიდან, მინისტერიალში მონაწილეობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.  მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა. აღინიშნა საქართველოს ინიციატივა მრავალფეროვანი კულტურული აქტივობების ონლაინ რეჟიმში განხორციელების თაობაზე.

მედია კამპანია ShareOurHeritage-ფარგლებში, GOOGLE ARTS and CULTURE-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მსოფლიოს მატერიალური და არამატერიალური კუტურული მემკვიდრეობის ინტერაქტიული ონლაინ გამოფენის შექმნა.https://en.unesco.org/covid19/cultureresponse

ორგანიზაციის ვებგვერდზე შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დახურული /ნაწილობრივ დახურული ძეგლების გლობალური რუქა.

https://en.unesco.org/covid19/cultureresponse/monitoring-world-heritage-site-closures

კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ ხელოვანები. იუნესკოს ინიციატივით დაიწყო გლობალური მოძრაობა ResiliArt, რომლის მიზანია არტისტებისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერის გზების ძიება კრიზისულ პერიოდში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და დისკუსია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კრიზისის პერიოდში შექმნილ ვითარებაზე. აღნიშნულ ინიციტივაში ჩაერთო სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“.

https://en.unesco.org/news/resiliart-artists-and-creativity-beyond-crisis

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოსთან (ICOM) თანამშრომლობით, UNESCO მუშაობს სამუზეუმო სექტორზე პანდემიის ზეგავლენის შეფასებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით იმ მუზეუმების იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ ონლაინ კონტენტის შეთავაზების შესაძლებლობა. ონლაინ რუქის შემუშავება გაზრდის ხელმისაწვდომობას კოლექციებზე და ხელს შეუწყობს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

ინფორმაცია

პანდემიის გავრცელების და დაავადების შესახებ მწირი და არაზუსტი ინფორმაციის არსებობის პირობებში, თავისუფალი და დადასტურებული ინფორმაცია აუცილებელია რომ გავიგოთ, ვიფიქროთ და დავამარცხოთ კრიზისი. მოსახლეობის სწორი ინფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების დასამარცხებლად სწორი მიდგომების გზით.

UNESCO გაეროსთან თანამშრომლობით, იბრძვის დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. ამ მიზნით დაიწყო ორი კამპანია: Together for facts, Science and Solidarity and don’t go viral.

შეიქმნა COVID-19 რესურს-ცენტრი მედიისთვის. ონლაინ პლატფორმა ეხმარება ჟურნალისტებს მცდარი ინფორმაციის იდენტიფიცირებაში პლატფორმაზე კრიზის შესახებ რეალური ინფორმაციის და ფაქტების განთავსების გზით.

https://en.unesco.org/covid19/communicationinformationresponse/mediasupport