არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სია, რომელშიც წარმოდგენილია 3 ქართული ნომინაცია:

1. ქართული მრავალხმიანობა 2001 წელს, ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

2. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილ იქნა 2013 წელს.

3.  ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა – შეტანილ იქნა 2016 წელს.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, ორგანიზაციას განსახილველად წარედგინა ნომინაცია „ქართული ჭიდაობა“. გადაწყვეტილება ნომინაციასთან მიმართებით მიიღება 2018 წლის ბოლოს.