საქართველო 2010 წლიდან „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ“ UNESCO-ს კონვენციის წევრია. კონვენციის ფარგლებში შექმნილია „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი ფონდი“, რომლის დაფინანსებითაც საქართველოში რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა.
- 2017 წელს, UNESCO- ს „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშეწყობის ფონდმა“ დააფინანსა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ წარდგენილი პროექტი „დოპინგის-ანაბოლურ ანდროგენული სტეროიდების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება“.
- 2016 წლის მაისში, UNESCO-ს ფონდის დაფინანსებით ჩატარდა პროექტი სახელწოდებით „აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის (EERADO) დოპინგ-კონტროლის ოფიცრების/სისხლის აღებაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული განვითარების მხადაჭერა“. პროექტში მონაწილეობა მიიღო დოპინგ-კონტროლის ოფიცრებმა და სისხლის აღებაზე პასუხისმგებელმა პირებმა საქართველოდან, ალბანეთიდან, სომხეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, მაკედონიიდან, მონტენეგროდან და მოლდოვადან.
- 2013 წლის ოქტომბერში, საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით და UNESCO-ს სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი ფონდის დაფინანსებით, განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „დოპინგისა და ჯანმრთელობის საფრთხეები საკვები დანამატების გამოყენების დროს და ჯანმრთელი კვების უპირატესობა“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 24 სემინარი.
- 2011 წელს, UNESCO-ს სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი ფონდის დაფინანსებით, საქართველოს ეროვნულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ განახორციელა პროექტი „ანტი-დოპინგური საგანმანათლებლო, პრევენციული და საინფორმაციო პროგრამა“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 24 სემინარი დოპინგის საკითხებზე, რომელსაც დაესწრო 700-მდე ადამიანი.