შემადგენლობა

ეროვნული კომისია შედგება 12 წევრისაგან: კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის წევრებისაგან. ეროვნული კომისიის წევრები არიან იუნესკოს კომპეტენციის სფეროების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანოების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის პრეზიდენტი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. კომისია იკრიბება წელიწადში ორჯერ.

დღეისათვის,საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია მუშაობს შემდეგი შემადგენლობით:

  1. ზალკალიანი დავითი – საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის პრეზიდენტი;
  2. თოთლაძე ხათუნა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის ვიცე-პრეზიდენტი;
  3. ხარატიშვილი ლევანი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
  4. ანთიძე ნიკოლოზი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი;
  5. კანდელაკი ქეთევანი  – საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის გენერალური მდივანი;
  6. კერესელიძე ნოდარი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  7. ლორთქიფანიძე დავითი  – ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი;
  8. მეტრეველი პეტრე – საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პირველი გენერალური მდივანი;
  9. წურწუმია რუსუდანი  – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი;

სხვა წევრების ვინაობა დასაზუსტებელია