კათედრები

UNESCO-ს კათედრების 1992 წელს შექმნილი პროგრამა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. პროგრამა ასევე მხარს უჭერს UNESCO-ს კომპეტენციის საკითხებში, კერძოდ, განათლების, ზუსტი და სოციალური მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში კათედრების შექმნას.

საქართველოდან UNESCO-ს კეთედრების პროგრამაში მონაწილეობენ:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურათაშორისი დიალოგის კათედრა (2016 წლიდან);
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინფორმაციო საზოგადოების კათედრა (2003 წლიდან).