ეროვნული კომისია

1992 წლის 7 ოქტომბერს, საქართველო გახდა UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი. ამავე წელს, იუნესკოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის საფუძველზე, დაარსდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს UNESCO-ს  მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების კოორდინირება და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია.