საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა UNESCO-ში

04/06/2009
Comments Off on საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა UNESCO-ში
2009 წლის 27 აპრილს, ქ.პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ქალბატონი ლიანა ისაკაძისა და ე.მიქელაძის სახელობის ეროვნული კამერული ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს- დამოუკიდებლობის დღეს. > > >

UNESCO-ს მისია თბილისში

19/05/2009
Comments Off on UNESCO-ს მისია თბილისში
19-21 მაისს, ქ.თბილისს ეწვევა იუნესკოს მისია იუნესკოს მუზეუმებისა და კულტურის ნიმუშების სექციის უფროსის ბატონ ქრისტიან მანჰარტის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, იუნეკოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი " გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია"- II ეტაპის მონიტორინგი და პროექტის შემდგომი ეტაპის მომზადება.

კომისიის ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა

07/05/2009
Comments Off on კომისიის ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა
კომისიის წევრების თანხმობისა და კომისიის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მაისის №2-09/1 ბრძანების საფუძველზე საქართელოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანია.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე განათლება მდგრადი განვითარებისათვის

04/04/2009
Comments Off on საერთაშორისო კონფერენცია თემაზე განათლება მდგრადი განვითარებისათვის
2009 წლის 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქ.ბონში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისათვის, რომელიც გაიმართა გაეროს ნდგრადი განვითარებისათვის განათლების ათწლეულის (DESD) ფარგლებში, რომლის ძირითადი განმახორციელებელი არის UNESCO. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამაც (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), რომელმაც წარმოადგინა ანგარიში კონფერენციის თემის გათვალისწინებით საქართველოში ჩატარებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომისიის პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შემადგენლობის თაობაზე

21/03/2009
Comments Off on კომისიის პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შემადგენლობის თაობაზე
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტის 2009 წლის 20 მარტის №1-09/1 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.