2008 წლის 2-10 ივნისს განხორციელებული UNESCO-ICOMOS-ის მისიის შედეგებზე დაყრდნობით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 32-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ შემდგომი განხილვის მიზნით მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები გელათის სამონასტრო კომპლექსისა და ბაგრატის ტაძარსა და მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 დეკემბრის №873 განკარგულების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დაინიშნა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტად.
2008 წლის 25-28 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრში გაიმართა განათლების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის 48-ე სესია, თემაზე "ინკლუზიური განათლება: მომავლის გზა". კონფერენციაზე გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან) და მომზადდა და წადგენილ იქნა ეროვნული ანგარიში აღნიშნულ სფეროში.
2008 წლის 20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის ფილოსოფიის ინსტიტუტმა ერთობლივად ჩაატარეს კონფერენციები, რომლებიც მიეძღვნა მსოფლიო ფილოსოფიის დღეს:
> > >
2008 წლის 19 სექტემბერს ქ. პარიზში საქართველოს ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში მამუკა კუდავა შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორს კოიშირო მაცურას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთში განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით არსებული სავალალო ვითარებების გამო.
> > >