წელს, მსოფლიო მესამედ აღნიშნავს ჯაზის საერთაშორისო დღეს.

2011 წელს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  ორგანიზაციამ-UNESCO მიიღო გადაწყვეტილება ყოველი წლის 30 აპრილის ჯაზის საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მთელი მსოფლიოს საზოგადოებების, სკოლების, ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი. UNESCO-მ, როგორც ინიციატორმა, მიიღო იმ ღონისძიებების გატარების მანდატი, რომლებიც გააუმჯობესებდნენ ხალხთა შორის კომუინიკაციას და ურთიერთგაგებას.

2014 წელს, 30 აპრილს, UNESCO-ს გენერალური მდივანი ირინა ბოკოვა და ჰერბი ჰენკოკი, ლეგენდარული პიანისტი,  UNESCO-ს კეთილი ნების ელჩი და კულტურათაშორისი დიალოგის პრომოუტერი თელონიუს მონკის ჯაზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ორგანიზებას გაუწევენ მესამე საერთაშორისო ჯაზის დღეს.

ჯაზის საერთაშორისო დღეს 100–მდე ქვეყანაში აღნიშნავენ, სულ 250–მდე ღონისძიება მოეწყობა, თუმცა ამ დღის ეპიცენტრი ქ. ოსაკაა, რომლის ღონისძიებაშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან.

საქართველო უკვე მეორედ აღნიშნავს ამ დღეს UNESCO-ს პატრონაჟით. თბილისის ივენთ ჰოლში, კონცერტს გამართავენ ახალგაზრდა მუსიკოსები: ვოკლაური ჯგუფი „Quintessential Five” და პაპუნა შარიქაძეს ტრიო, რის შემდეგაც დიდ ეკრანზე მოხდება ოსაკაში გამართული გალა კონცერტის ტრანსლირება.