30 აპრილს, თბილისის ივენთ ჰოლში, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა  ვოკლაურმა ჯგუფმა „Quintessential Five” და პაპუნა შარიქაძეს ტრიომ. კონცერტის შემდეგ,  დიდ ეკრანზე მოხდა ოსაკაში გამართული გალა კონცერტის ტრანსლირება. აღსანიშნავია, რომ წელს, ოსაკა იყო ჯაზის საერთაშორისო დღის მთავარი ღონისძიების ქალაქი, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავებმა.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

საღამოს ორგანიზატორები არიან ისთერნ ფრომოუშენსი და რადიო JazzFM 97.5.