საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები UNESCO-ს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
“მონაწილეობის პროგრამა” არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
პროექტების პირველად სელექციას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). ორივე შემთხვევაში, გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე. საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოსთვის საპროექტო განაცხადების წარდგენა დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ 2014 წლის 9 ივლისის ჩათვლით. განაცხადი უნდა მოიცავდეს:- პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე;
- დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
- პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.