მ.წ. 6 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით.

სხდომაზე, კომისიის სამდივნომ წევრებს UNESCO-სთან ურთიერთობის 2013 წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა. განსაკუთრებით აღინიშნა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში“ ქართული ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ შეტანა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტში საქართველოს არჩევა.

კომისიამ ასევე შეიმუშავა UNESCO-ს 2014-2015 წლების „მონაწილეობის პროგრამის“  ფარგლებში წარსადგენი საპროექტო განაცხადების შერჩევის პროცედურა და შეფასების კრიტერიუმები. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პროექტების მიეღება დაიწყება მ.წ. 9 ივნისს და გასტანს მ.წ. 9 ივლისამდე.