2014-2015 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მ.წ. 18 ივლისამდე, წარუდგინონ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს.
განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე;
- დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
- პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.
პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 26 000 აშშ დოლარს. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.