საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი UNESCO-ს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრების  -UNEVOC-ის ქსელში გაწევრიანდა.

UNEVOC-ის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, გენდერული თანასწორობის დაცვასა და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას.

ეროვნულ დონეზე, UNEVOC ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქსელის წევრ ქვეყანას, პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ადამიანური რესურსების პროფესიული უნარების განვითარების პროცესში.