8 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” საზეიმოდ გაიხსნა UNESCO-ს და ტრიესტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ვორქშოპი - ფოტონიკისა და ოპტიკის აქტიური სწავლება (ALOP).
ვორქშოპი, რომელიც მოიცავს 6 მოდულს და ეფუძნება აქტიური მეთოდებისა და იაფი ტექნოლოგიების გამოყენებას ფიზიკის სწავლებისას, დასრულდა 12 სექტემბერს.
ვორქშოპის ფარგლებში ქართველ პედაგოგებთან 5 დღის განმავლობაში იმუშავეს და კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებში გაუზიარეს პროფესორებმა: ალექს მაზოლინი (სვინბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ავსტრალია); დევიდ სოკოლოვი (ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ) და ივან კულაბა (ატენო დე მანილას უნივერსიტეტი, ფილიპინები). ვორქშოფზე მიწვეული იყო ფიზიკის 20 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და აკადემიური წრის 10 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ვორქშოპის გახსნაზე, მონაწილეებს და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს წევრმა.