2014 წლის 24-25 სექტემბერს, მესტიაში (ზემო სვანეთი) სვანეთის მუზეუმში გაიმართება  საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე   -  „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“.

ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიასთან, ეროვნული მუზეუმთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა რეგიონში და  ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების  სტრატეგიების  ჰარმონიზაცია.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ის, ICCROM-ის და IUCN-ის წარმომადგენლები და მათი კოლეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან განიხილავენ მსოფლიო მემკვიდრეობის, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის, წინაშე არსებულ გამოწვევებს და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვასა და განვითარებაში  საერთაშორისო ორგანიზაციების როლს,  გამოცდილებას და ამ კუთხით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს.