მ.წ. 17 სექტემბერს, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ შეხვედრა გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან ქალბატონ ირინა ბოკოვასთან და კულტურის საკითხებში გენერალური დირექტორის ახლადდანიშნულ მოადგილესთან ბატონ ალფრედო პერეს დე არმინიანთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო UNESCO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. შეხვედრას ესწრებოდა UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქ-ნი ეკატერინე სირაძე-დელონე.