მ.წ. ოქტომბერში, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული რვა უძველესი ხელნაწერი შეტანილ იქნა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი (Memory of the World Register), წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას და მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას. დღეისათვის, რეესტრი შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას, რომელთა შორისაც ეროვნული არქივის უძველეს ხელნაწერთა კოლექციასთან ერთად, შეტანილია ეროვნული არქივში დაცული ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" (2013 წელი) და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია (2013 წელი) და ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები (2011 წელი).