21 სექტემბერს, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით გაიმართა იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი.

სემინარის მუშაობაში  მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაზემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა.  სემინარს უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა თოთლაძე, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე და იუნესკოს მშვიდობის ელჩი, პიანისტი სიპრიან კაცარისი.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს მუსიკის და ხელოვნების როლი მშვიდობის დამყარების პროცესში და იუნესკოს მშვიდობის არტისტებისა და კეთილი ნების ელჩების საქმიანობა ამ მიმართულებით.