UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის ელისო ბოლქვაძე მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში „ტელესკოლა“, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ხორციელდება.

გამოჩენილმა პიანისტმა, მე-7 - მე-8 კლასელებისთვის, ისაუბრა მოცარტსა და მის შემოქმედებაზე. მოსწავლეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ კომპოზიტორის ნაწარმოებები ელისო ბოლქვაძის შესრულებით. https://www.facebook.com/elisso.bolkvadze/videos/10221767699917946/h

აღსანიშნავია, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის ორგანიზაციამ ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ხელოვანის საპატიო სტატუსი მიანიჭა სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, წლების განმავლობაში გაწეული საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერისთვის.

გამოჩენილი მუსიკოსი კვლავ განაგრძობს აქტიურ საქმიანობას სახელოვნებო განათლების მიმართულებით, რითაც შეაქვს წვლილი UNESCO-ს ღირებულებებისა და მთავარი მიზნების გატარებაში.