საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2022-2023 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს  შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი -   41 C/5  https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375756  გვ.97-იდან).

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2022 წლის 10 თებერვლამდე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
  2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);
  3. დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;
  4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4
unesco@mfa.gov.ge; 2945000 (1912);
არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება