მ.წ. 8 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, UNESCO-მ, უკრაინაში კრიზისის დაწყებისთანავე, დაიწყო ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება, განსაკუთრებით, კულტურის დაცვის მიმართულებით.

UNESCO მუდმივ კავშირზეა უკრაინის ყველა შესაბამის უწყებასთან და კულტურის სფეროს პროფესიონალებთან, რათა შეაფასოს სიტუაცია და გააძლიეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული ზომები.

UNESCO-ს გენერალური დირექტორის თქმით, პირველი გამოწვევაა ძეგლების „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ჰააგის 1954 წლის კონვენციის „ლურჯი ფარის“ ემბლემით მონიშვნა და იმის ხაზგასმა, რომ ეს მემკვიდრეობა დაცულია საერთაშორისო სამართლით. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, უპირატესობა ენიჭება მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლებს.

განცხადების თანახმად, ზიანის შეფასების მიზნით, UNESCO პარტნიორ ორგანიზაციასთან UNITAR (United Nations Institute for Training and Research)-თან ერთდ, სატელიტის მეშვეობით, ახდენს საფრთხეში მყოფი და უკვე დაზიანებული მნიშვნელოვანი ძეგლების მონიტორინგს.  

კონტაქტი ასევე დამყარებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხელოვანებსა და კულტურის ორგანიზაციებზე კრიზისი გავლენის მასშტაბის შესაფასებლად.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 9 და 10 მარტს, გადაუდებელი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების და მუზეუმების მმართველებთან და ამ საჭიროებებთან გასამკლავებლად, UNESCO გამართავს საკოორდინაციო შეხვედრას თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიცაა UNITAR, ICCROM (კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი),ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი, ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო), ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო), ALIPH და სხვა.

განცხადების სრული ვერსია: https://www.unesco.org/en/articles/endangered-heritage-ukraine-unesco-reinforces-protective-measures?hub=701