საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისალოცი წერილით მიმართა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ახლადარჩეულ გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს ანიჭებს UNESCO-ს სწრაფვას, რათა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და კომუნიკაციის გზით ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ 2010 წელს განხორციელდეს იუნესკოს გენერალური დირექტორის ვიზიტი საქართველოში, ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აქტუალური სფეროებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით.