2009 წლის 4 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის სხდომა საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე სხვა საკითებთან ერთად განიხილეს იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 1972 წლის კონვენციის წევრი ქვეყნების მე 17-ე გენერალური ასამბლეის შედეგები. (მომხსენებლები: ქ. კანდელაკი, პეტრე მეტრეველი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი) და ინფორმაცია იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 2008-2009 წლების დაფინანსებული პროექტებისა და მომავალი ორწლედის (2010-2011) პროექტების მიღების პირობებისა და პრიორიტეტების შესახებ.