2010 წლის 27-29 იანვარს ქ. ჟენევაში ჩატარდება იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 59-ე სესია. სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველო, რომელიც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოთხი წლის ვადით, გახდა იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს (IBE) წევრი.