2010 წლის 11-17 მარტს თბილისში იმყოფებოდა UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი მისია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ბაგრატის საკათედრო ტაძრის, გელათის მონასტრისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შეფასების მიზნით. აღნიშნული მისიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, საპატრიარქოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მისიის წევრებს შეხვდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მისიის შედეგების საფუძველზე, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მოამზადებს ანგარიშს და წარუდგენს მას კომიტეტის 34-ე სესიას, რომელიც ჩატარდება 2010 წლის ივლის-აგვისტოში ბრაზილიაში.