იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად,  25 660 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გამოყო. პროექტი გულისხმობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფას  და მისი დაფინანსება მოხდა „საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში. „საერთაშორისო დახმარება" გამოიყოფა მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ფარგლებში და მიმართულია კონვენციის წევრი ქვეყნების კულტურული და ბუნებრივი მსოფლიო მემკვიდრეობის, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ან წინასწარ სიებში არსებულ ძეგლთა დაცვაზე. პროექტს განახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.