2010-2011 წლების „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში, იუნესკომ საქართველოს გამოუყო  თანხა 80 600 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი ხუთი პროექტის დასაფინანსებლად: 1. სვეტიცხოველის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე" (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დოკუმენტაციის განახლება) შემსრულებელი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო (15.000US$); 2. მოქვის სახარება, დიაგნოსტიკა, დიგიტალიზება, გამოცემა" შემსრულებელი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (21.000 US$); 3. ვაჟა ფშაველას დაბადების 150 წლის და ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლის იუბილეები" შემსრულებლები: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (20.000 US$); 4. ეროვნული კომისიის პოტენციალის ამაღლება" შემსრულებელი: საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო (3.600 US$); 5. წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაცია", (საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაცია) შემსრულებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი (21.000 US$). „მონაწილეობის პროგრამა" არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში პროექტების წარდგენა ხდება ორ წელიწადში ერთხელ.