მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, შედგა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. სხდომის წევრებს წარედგინა 2010 წლის განმავლობაში ეროვნული კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. აგრეთვე განხილულ იქნა მიმდინარე წელს იუნესკოს მიერ სხვადასხვა სფეროებში დაფინანსებული პროექტები და იუნესკოს ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.