მიმდინარე წლის 19-29 ივნისს, პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში იმართება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება 40 ქვეყნის მიერ წარდგენილი 42 კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხი.
კომიტეტი განიხილავს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არსებული ძეგლების, მათ შორის საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორი ძეგლის - „მცხეთის ისტორიული ძეგლების" და „ბაგრატის ტაძრისა და გელათის სამონსატრო კომპლექსის" კონსერვაციის მდგომარეობასაც.
სესიის მუშაობაში, დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობას ღებულობს საქართველოს დელეგაციაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბატონი ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით.