ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ნომინაცია „ბიზანტიური ხანის ქართული ხელნაწერები" UNESCO-ს მსოფლიო  საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში შეიტანეს. UNESCO-ს მსოფლიო  საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას და მიზანად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას. ხელნაწერთა კოლექცია აერთიანებს 500-მდე ქართულ ხელნაწერს, რომელიც ასახავს IX-XV საუკუნეების ბუზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ხელნაწერების საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში შეტანის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ 20 ოქტომბერს გამართეს ბრიფინგი.