2011 წლის 25 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე ქ. პარიზში გაიმართება UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესია, რომელიც დაამტკიცებს ორგანიზაციის 2012-2013 წლების ბიუჯეტს, პროგრამას  და 2014-2024 წლების სტრატეგიას.  სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ხელმძღვანელობით. კონფერენციის ფორმატში, 27-31 ოქტომბერს, გაიმართება ზოგადი პოლიტიკური დებატები, რომლის ფარგლებშიც, 28 ოქტომბერს დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა.