2011 წლის 10 ნოემბერს მუშაობა დაასრულა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიამ, რომელიც ორგანიზაციის შტაბ-ბინაში იმართებოდა 24 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე. გენერალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის მინისტრის, ბ-ნი ნიკოლოზ რურუას ხელმძღვანელობით, რომელიც სიტყვით გამოვიდა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე. ამასთანავე, გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ნიკოლოზ რურუას შეხვედრა კულტურის საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ფრანჩესკო ბანდარინთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და UNESCO-ს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პერსპექტივები.