ყოველი წლის 10 ნოემბერს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 31-ე სესიის გადაწყვეტილებით, აღინიშნება მშვიდობისა და განვითარების მეცნიერების მსოფლიო დღე.
ამ თარიღის აღსანიშნავად, 2011 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მშვიდობისა და განვითარების მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.