2011 წლის 7-11 ოქტომბერს, საქართველოში იმყოფებოდა UNESCO-ს მუზეუმის სექტორის მისია. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და UNESCO-ს ერთობლივი პროექტის, „გ.ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის რესტავრაცია და კონსერვაცია" (III ეტაპი) ფარგლებში გამართულ ვორქშოპში მონაწილეობა და ეროვნულ მუზეუმთან მიმდინარე პროექტის უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების განხილვა. ვიზიტის ფარგლებში შედგა UNESCO-ს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურ მდივანთან, ქ-ნ ქეთევან კანდელაკთან.