UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიის ფარგლებში დამტკიცდა იმ ღირშესანიშნავი თარიღების სია, რომლებიც 2012-2013 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭრით. ამ პრესტიჟულ სიაში შეტანილ იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი სამი საიუბილეო თარიღი: 1. „ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი; 2. ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლისთავი; 3. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი. საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მონაწილეობით შემუშავდება საქართველოს მიერ წარდგენილი იუბილეების ღონისძიებების აღნიშვნის გეგმა და შესაბამისი პროექტები წარედგინებაUNESCO-ს 2012 წლის დასაწყისში.