2011 წლის 22 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მორიგი სხდომა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დავით ჯალაღანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომისიის 2011 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში. ასევე,  მიმდინარე საკითხებთან ერთად, კომისიის წევრებმა განიხილეს 2012-2013 წლის „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში იუნესკოში წარსადგენ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები.