საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2012-2013 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
"მონაწილეობის პროგრამა" არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
"მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი პროექტები და სამოქმედო გეგმები უნდა იყოს პირდაპირ კავშირში UNESCO-ს საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი ძირითად პროგრამებთან, ინტერდისციპლინარულ პროექტებთან და ღონისძიებებთან.
პროექტების პირველად სელექციას აწარმოებს ეროვნული კომისია,ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2012 წლის 26 იანვრის ჩათვლით საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინონ:
- პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
- შესაბამისი ინსტრუქციების თანახმად შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე;
- დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4
ტელეფონი: 2945000 (1912)
ელ-ფოსტა: unesco@mfa.gov.ge
არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება
(3 ფაილი)