2012 წლის 25-27 იანვარს ქ. ჟენევაში გაიმართა იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს საბჭოს 61-ე სესია, რომლის ფარგლებში ჩატარდა ბიუროს საბჭოს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საბჭომ ახალი ვადით (2012-2013წწ) ნორვეგია პრეზიდენტ, ხოლო საქართველო კვლავ ბიუროს ვიცე-პრეზიდენტ ქვეყანად აირჩია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამართა ბრიფინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.