სხდომის მიზანი იყო 2012-2013 წლის „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში წარმოდგენილი და ეროვნული კომისიის წევრების მიერ შეფასებული საპროექტო განაცხადების საბოლოო რანჟირება და საუკეთესო პროექტების შერჩევა UNESCO-ში გაგზავნის მიზნით.
კომისიის წევრების მიერ შეირჩა შემდეგი 10 საპროექტო განაცხადი:
1. "ვეფხისტყაოსნის ბეჭდური გამოცემის მე-300 წლისთავი"(შემსრულებელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
2. "თბილისის დეკლარაცია +35-კონფერენცია გარემოსდაცვით საკითხებზე"(შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „NOLI.GE")
3. "მივიწყებული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - შუა საუკუნეების ქართული ტიხოვანი მინანქრის დამზადების პროცესის აღდგენა" (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
4. "ქართულ-აფხაზური ალბომი"(შემსრულებელი ჩუბინიშვილის ხელოვნების ცენტრი)
5. ეროვნული კომისიის პროექტი
6. "ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნა" (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული არქივი)
7."ქალები წარსულში-მაგალითი მომავლისთვის" (შემსრულებელი მედიის განვითარების ფონდი)
8."ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში" (შემსრულებელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
9. "სამკურნალო, არომატული, სანელებელი და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნება და მდგრადი გამოყენება" (შემსრულებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
10. "გზა უსინათლოთა მარგინალიზაციიდან ინტეგრაციისკენ" (შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშე")
ზემოაღნიშნიშნული საპროექტო განაცხადები ა.წ. 28 თებერვლამდე მიეწოდება UNESCO-ს დასაფინანსებლად.