2012 წლის 19 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „სვეტიცხოველის აღმშენებლობის დაწყებიდან 1000 წლის იუბილე" -ს ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების პრეზენტაცია, კერძოდ დამწრე საზოგადოებას მიეწოდა ანგარიში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების ჩატარების თაობაზე.
ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ბ-ნი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქ-ნი ქეთევან კანდელაკი და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.