2012 წლის 23-28 აპრილს საქართველოს ეწვევა ერთობლივი (UNESCO/ICOMOS/ICCROM) მონიტორინგის მისია მცხეთის ისტორიული ძეგლებისა და ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით. დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტები და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლები.