საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გივი ჯავაშვილი გახდა UNESCO-ს ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის წევრი ოთხი წლის ვადით (2012-2015).
UNESCO-ს ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი (IBC) ჩამოყალიბდა 1993 წელს. ეს არის გაეროს სისტემაში ერთადერთი ორგანო, რომელიც კონსულტაციას უწევს ორგანიზაციას სიცოცხლის შესახებ მეცნიერებების საკითხებზე.