UNESCO/ICOMOS/ICCROM-ის, საქართველოში მყოფი ერთობლივი რეაქციული მონიტორინგის მისიის ფარგლებში,  2012 წლის 25 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ბატონი დავით ჯალაღანიას შეხვედრა მისიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციათა შესრულების საკითხები.